წესები და პირობები

პორტალი გთავაზობთ ვებ-გვერდის საშუალებით Online რეჟიმში ადგილობრივი კინოთეატრებში ბილეთების შეძენას.

 

ბილეთის შეძენის პროცედურისა და გადახდის განხორციელების დროს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ სრულყოფილად გაეცნოთ ინტერნეტ გაყიდვის წესებს ან დაგვიკავშირდით.

 

თუ თქვენ გაქვთ კითხვები საიტზე cinemax.ge –ზე ოპერირებასთან დაკავშირებით გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ინფორმაცია ტელეფონი:+995 32 2 193 195 ელ–ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. საიტის ცხელი ხაზი მუშაობს ყოველ დღე დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

 

ხოლო კინოთეატრში, დაჯავშნასთან, დარბაზების ინფორმაციის შესახებ, 3D სათვალეების მოხმარების თუ შეძენის, ან უშუალოდ კინოთეატრის ან კინოს შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად ასევე ბილეთის სტატუსის შემოწმებისათვის დარეკეთ კინოთეატრების საინფორმაციო სამსახურის ნომერზე ტელეფონი: +995 32 2 555 000

 

ბილეთის შეძენის წესები და პირობები.

ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს კინოთეატრებში ელექტრონული ბილეთის შეძენა. აღნიშნული სერვისი ფასიანია და დადგენილია შპს ”კინო დისტრიბუციის” მიერ. ღირებულება თითოეულ ბილეთზე გამოითვლება შეძენის პროცესში. კინოს ბილეთების შეძენა ხორციელდება უნიფეის ელექტრონული საფულის მეშვეობით, ასევე ქართული Visa ან MasterCard და AMEX–ის პლასტიკური ბარათების საშუალებით. ასევე შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ კრიპტო ვალუტით( ბიტკოინი).

 

პორტალზე ეკონომ ტიპის ბილეთების რეალიზაცია არ ხორციელდება. ეკონომ ტიპის ბილეთებზე მიმართეთ კინოთეატრის სალაროებს.

 

კინოს ბილეთების ინტერნეტ გაყიდვა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს, რომელთა წარმატებით გავლის შემდეგ მომხმარებელი ყიდულობს ელექტრონული ბილეთს, რომელსაც ენიჭება უნიკალური ნომერი.

 

კინოს ბილეთების შესაძენად უნდა აირჩიოთ სასურველი კინო ან კინოთეატრი, მონიშნოთ სასურველი დასწრების თარიღი და სეანისს დრო. პორტალი მოგაწოდებთ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ადგილების შესახებ, მონიშნეთ ადგილი და გადადის გადახდის პროცედურაზე. კინოს ბილეთის შეძენამდე აუცილებელია პორტალზე მიუთითოთ თქვენი თქვენი სახელი, გვარი, ელ-ფოსტის და საკონტაქტო ტელეფონის მონაცემები. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა კინოს ბილეთის გენერაციისთვის. 

 

სეანსზე მოსახვედრად საჭიროა ადგილზე წარადგინოთ ელექტრონული კინოს ბილეთი, ამობეჭდილი ან ელექტრონული სახით.

თქვენს მიერ cinemax.ge ზე გადახდილ თანხაში არ არის გათვალისწინებული 3D სათვალეები. აღნიშნული პროდუქტი თავად უნდა იქონიოთ ან შეგიძლიათ შეიძინოთ კინოთეატრის სალაროებში.

 

საფასურის გადახდა

კინოს ბილეთების შეძენა ხორციელდება UniPAY -ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, ასევე ქართული Visa, MasterCard და AMEX ( ამერიქან ექსპრესის)–ის პლასტიკური ბარათების საშუალებით.

ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოგეცემათ ინფორმაცია შეძენილი ბილეთის შესახებ , ბილეთის ნომრის, და QR კოდის გამოსახულებით. თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან დაიმახსოვროთ მოცემული ინფორმაცია. ასევე შეტყობინებას მიიღებთ თქვენს ელ-ფოსტაზე. ( ელ–ფოსტის სწორად შეყვანაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი)

 AMEX ( ამერიქან ექსპრესის) – ბარათით გადახდისას ბანკი აწესებს დამატებით საკომისიოს, შეძენისას აუცილებლად დააკვირდით თანხის ოდენობას და თუ ეთანხმებით მხოლოდ მას შემდეგ დაასრულეთ გადახდა. .

 

გაყიდული კინოს ბილეთის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

თუ თქვენს მიერ შეძენილი ბილეთის სეანსი გადაიდო ან გაუქმდა, კინოთეატრის ადმინისტრაცია ადგილზე შემოგთავაზებთ სხვა სეანსში ან სხვა დროზე ბილეთების გადაცვლას.